თამარ ფაჩულიას პორტფოლიო
воскресенье, 23 июня 2019 г.
пятница, 8 июня 2018 г.
გაკვეთილის გეგმა და მისი კომპონენტები
იხილეთ გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია
გაკვეთილის გეგმა N3
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: თამარ ფაჩულია, 42001003492.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური. V კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 6.
გაკვეთილის თემა: გიორგი შატბერაშვილის „გამოქვაბულში“ (ნაწყვეტი მოთხრობიდან „სათაფლია“), ზმნის უღლების მარტივი პარადიგმები,
ზმნისწინი.
გაკვეთილის მიზანი - მოსწავლემ შეძლოს:
ქართ. V. 9. პარალელების გავლება ადრე წაკითხულთან, მსჯელობა მოქმედ პირთა საქციელზე, შეფასება
და თავისი აზრის დასაბუთება შესწავლილი ტექსტის მიხედვით;
ქართ. V. 10. ტექსტში ამოიცნოს
სიტყვათა გაფორმების (ამ შემთხვევაში -ზმნის)
მორფოლოგიურ-სინტაქსური საშუალებები (ზმნის
პირი, რიცხვი, დრო, ზმნისწინი);
ქართ. V. 12. წერის დაწყებამდე შეადგენოს გეგმა, თანმიმდევრობით
გადმოსცეს ფაქტები და მოვლენები, კონტექსტის
მიხედვით შეარჩიოს სათანადო ლექსიკური ერთეულები;
ქართ. V. 14. გაასწოროს შემჩნეული გრამატიკულ-ორთოგრაფიული შეცდომები (ორი ვ-ს წერა I პირში, ორი ი-სა და ორ ე-ს მართებული წერა სათანადო ზმნისწინებთან
), ტექსტის შექმნის შემდეგ თვითონვე გააკეთოს
კორექტურა.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
1.
მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო
საკითხებს;
2.
აცნობს გაკვეთილის მიზნებს;
3.
თუ რა მეთოდებს და რესურსებს გამოიყენებს მიზნის მისაღწევად;
4.
რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს;
5.
შეფასების ფორმებს;
6.
კიდევ ერთხელ შეახსენებს შეფასების რუბრიკას და მონიტორინგის
საფუძველზე რეგულარულად მიაწოდებს უკუკავშირს.
|
პროექტორით ეკრანზე აჩვენებს წარმოდგენილ აქტივობას,
რომ ვიზუალურმა მასალამ გაუადვილოს აღქმა. კედელზეც გაკრულია შეფასების რუბრიკა.
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
პროექტორი, ეკრანი,ლეპტოპი, შეფასების რუბრიკა.
|
2 წთ.
|
2
|
მოსწავლეები თანმიმდევრობით გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს. მუშაობაში მთელი კლასია ჩართული.
მოსწავლეები ისმენენ ერთმანეთის პასუხებს და მასწავლებელთან ერთად აფასებენ, გამოთქვამენ
შენიშვნებს, ასაბუთებენ თავიანთ აზრს.
შემდეგ წერილობითი დავალების შეფასებისათვის მასწავლებელი
ურიგებს თვითშეფასების კითხვარსა და ურთიერთშეფასების ფურცლებს.
|
საშინაო დავალების პრეზენტაცია და შეფასება.
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
თვითშეფასების
კითხვარი და ურთიერთშეფასების ფურცელი.
აქტივობის რვეული.
|
7 წთ.
|
3
|
მოსწავლეები ასახელებენ ტექსტის მთავარ (ელგუჯა, გოჩა)
და არამთავარ (ფორე, პაპა პეტრე, ტყისმცველი კაპიტონი) გმირებს და აფასებენ მათ საქციელს,
საუბრობენ მათთვის დამახასიათებელ თვისებებზე; ცდილობენ, მოიძიონ ტექსტში ის ადგილები, რომლებიც გმირის ამა თუ
იმ თვისებაზე მიგვანიშნებს; მაგ., ელგუჯა
არის გამბედავი და ყველა წამოწყების ინიციატორი
( „-ახლა კი გამოქვაბულისაკენ!-წამოიძახა ელგუჯამ...“, წინ ელგუჯა მიდიოდა, ანთებული
სანთელით გზას იშუქებდა და მალიმალ უკან გოჩასკენ იხედებოდა“, „რომელიმე შავი ლაქის
ან ჩრდილის დანახვისთანავე ელგუჯა მუხლისთავებზე იჩოქებდა, სანთელს მიაშუქებდა და
გულისცემით ათვალიერებდა...“);
მიზანსწრაფულია
და ჯიუტი, არ სჩვევია უკანდახევა („მაგრამ ამ
თხოვნის მიუხედავად ელგუჯა წინ მიაბიჯებდა
და დაჟინებით იმეორებდა: - არა, თუ გინდა, შენ დაბრუნდი, მე გამოქვაბულის ბოლომდის
უნდა მივიდე, იქნებ რამეს წავაწყდე...“);
არ სჩვევია წუწუნი და უხმოდ იტანს გაჭირვებას
(შემდეგ გოჩას გვერდით უხმოდ მიუჯდა და თვალები შიშით დახუჭა...);
ბოლო
წუთამდე არ კარგავს იმედს და ეძებს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან
(„მუხლებზე დაჩოქილი, წინგაშვერილი ხელების ფათურით მიფორთხავდა კუპრივით სქლად ჩამოწოლილ
წყვდიადში“...).
გოჩა
შედარებით მშიშარაა („გოჩა მალიმალ
შეჩერდებოდა, უკანდასახევად ემზადებოდა, თან გაუბედავად წამოიძახებდა“...); ყველაფერში
ენდობა ელგუჯას და მას ჰბაძავს („გოჩაც მას მიჰყვა“... „გოჩაც ხალისიანად მიჰყვებოდა
ელგუჯას ნაფეხურებს“... „უფროს ძმას მხარდამხარ მიჰყვებოდა“... „გოჩას მარტო დაბრუნებას
ელგუჯასთან ერთად სიარული ერჩია, თუნდ გამოქვაბულის ბოლომდე’...).
ორივე
ძმა მაძიებლური
ბუნებისაა (მათ იმედი ჰქონდათ, რომ გამოქვაბულში საინტერესო მასალებს აღმოაჩენდნენ),
საკუთარ ძალებში თავდაჯერებულნი არიან (მიაჩნიათ, რომ ამ საქმის
გაკეთებას უფროსების დახმარების გარეშეც შეძლებენ), ეურჩებიან უფროსებს და საჭიროების დროს ტყუილის თქმასაც არ ერიდებიან
(ისე გაიპარნენ შინიდან, რომ არავის არაფერი უთხრეს, უმცროს ძმასაც კი); არც ერთისათვის არ არის უცხო სინდისის ქენჯნა
და დანაშაულის მონანიება ( ორივე ნანობს, რომ არაფერი უთხრეს უმცროს ძმას;
ბოლოს ორივე გრძნობს დანაშაულს საკუთარი თავისა და
უფროსების წინაშე – ამდენი რომ ანერვიულეს...
ამ გმირების დახასიათებისას შეიძლება გამოვიყენოთ
„გონებრივი იერიშის რუკა“ ან „ვენის დიაგრამა“.
- წაკითხულ მონაკვეში ელგუჯასა და გოჩას რა თვისებები
ჩანს? რით ჰგვანან ერთმანეთს? რით განსხვავდებიან? თქვენთვის რა თვისებაა მისაღები?
მიუღებელი?
|
ტექსტის ანალიზი.
|
მუშაობა მთელ კლასთან.
|
ტექსტი.
მასწავლებელი, მოსწავლე.
მარკერი, ფლიპჩარტი.
გამოსაძახებელი ჩხირები.
|
17 წთ.
|
4
|
რა ვიცოდი გამოქვაბულის შესახებ;
რა გავიგე;
რის გაგებას ვისურვებდი.
|
მინიპრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
ბარათები.
მოსწავლე.
|
5 წთ.
|
5
|
წინა
ვითარების სახელებზე დაკვირვება: თავდაპირველად მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს
განმარტებას:
ა) წინა ვითარების სახელები აღნიშნავენ, თუ რას წარმოადგენდა
საგანი წინათ, ან როგორია ის ახლა წინანდელთან შედარებით. ამის გამოხატვა ხდება მაწარმოებელი აფიქსებით: ნა-არ/ნა-ალ; ნა–ევ; ნა–ურ.
ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აკვირვებს სიტყვის სემანტიკასა და
სიტყვათწარმოქმნაზე ზოგადად.
კვალი –
ნა–კვალ–ევ–ი;
ფეხი – ნა–ფეხ–ურ–ი;
თითი – ნა–თით–ურ–ი;
ტერფი – ნა–ტერფ–ალ–ი.
ბ) ზმნისწინზე დაკვირვება (ზმნისწინი არის ზმნის თავსართი.
იგი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას ზმნის თავსართებს შორის):
მოსწავლეები გაიხსენებენ ზმნისწინის რაობას, მათი
დართვით მიიღებენ ახალ–ახალ ზმნებს, ამ ცოდნის გამოყენებით სრულდება საკლასო სანუშაო.
გ) ზმნის უღლება (ზმნის ცვლას პირისა და რიცხვის მიხედვით
უღლება ჰქვია. სახელები იბრუნვის, ზმნა კი იუღლება):
„ვარჯიშობს“, „ვარცხნის“.
ახსნიან რატომ იყრის I პირში თავს ორი ვ.
|
ენობრივ მასალაზე დაკვირვება
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
მოსწავლე,
მასწავლებელი,
თვალსაჩინოება-ზმნისწინთა სქემა;
აქტივობის რვეულიდან
დავალება N2 და N3, გვ.84.
აქტივობის რვეულიდან
დავალება N4, გვ.83.
|
6 წთ.
|
6
|
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აჯამებენ, რა გაიგეს
ახალი ამ გაკვეთილზე.
|
შეჯამება.
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
მოსწავლე.
|
3 წთ.
|
7
|
მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეებს ეკითხება, ხომ არ დარჩა ბუნდოვანი საკითხი, რომელიც გაუგებარია მათთვის,
ხომ არ აქვთ კითხვები? მოსწავლეთა ყურადღებას
წარმართავს შეფასების რუბრიკისკენ და იყენებს შეფასების შემდეგ ფორმებს:
1.
ურთიერთშეფასებას;
2.
განმავითარებელ
შეფასებას;
3.
განმსაზღვრელ შეფასებას;
4.
თვითშეფასებას.
|
დაკვირვება საკუთარ და სხვათა აზროვნების პროცესზე, შეფასება.
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
შეფასების რუბრიკა,
თვითშეფასების კითხვარი, ურთიერთშეფასება.
|
3 წთ.
|
8
|
საშინაო დავალება:
1.
მიღებული ცოდნის განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს ეძლევათ ტექსტი თავიდან ბოლომდე თხრობით,
წერილობით –„აქტივობის ს რვეული“, დავალება
N 1 (შესწავლილი ტექსტის მიხედვით დავახასიათოთ ელგუჯა და გოჩა), გვ.84.
|
ინსტრუქტაჟი
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
2 წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლე
2.
განავითარებს
გაბმულ მეტყველებას;
3.
შეძლებს ლექსიკური
მარაგის გამდიდრებას;
4.
შეძლებს
ზმნის ფორმაცვალებაზე დაკვირვებას;
5.
შეძლებს ზმნასთან დაკავშირებული ორთოეპიულ-ორთოგრაფიული
ჩვევების ფორმირებას;
6.
შეძლებს
ზმნის უღლებას, ზმნისწინისა და წინა ვითარების
სახელების ამოცნობასა და გამოყენებას;
7.
გაიღრმავებს
მეტაკოგნიტურ უნარებს (დამოუკიდებელი აზროვნება,
დაკვირვება საკუთარი და სხვათა აზროვნების პროცესზე).
წერითი დავალების შეფასების რუბრიკა
Ν
|
კლასი V
|
შეფასების კრიტერიუმები
|
|||||||||
საგანი- ქართული
ენა და ლიტერატურა თარიღი- 24.04.2018
|
|||||||||||
მოსწავლის
სახელი, გვარი
|
დავალების შესრულების
ხარისხი
|
წერითი
დავალების
წარმოდგენა
განსაზღვრულ
ვადაში
|
დავალების სისტემატიურად
შესრულება
|
დავალების სწორად
გააზრება დასახული
მიზნის
სიზუსტით აღწერა
|
წერის კულტურა
|
||||||
ვერ ფლობს
1
|
ფლობს
2
|
ვერ ფლობს
1
|
ფლობს
2
|
ვერ ფლობს
1
|
ფლობს
2
|
ვერ ფლობს
1
|
ფლობს
2
|
ვერ ფლობს
1
|
ფლობს
2
|
||
1
|
|||||||||||
2
|
|||||||||||
3
|
|||||||||||
4
|
|||||||||||
5
|
|||||||||||
6
|
|||||||||||
ურთიერთშეფასება
კითხვები
|
შემოხაზეთ
|
თქვენი აზით,
როგორ შეასრულა თქვენმა მეგობარმა დავალება?
|
·
კარგად;
·
ნაწილობრივ შეასრულა;
·
არ მომწონს.
|
რა გაუჭირდა თქვენს
მეგობარს ყველაზე მეტად?
|
·
შინაარსის გადმოცემა;
·
სიტყვათა მართლწერა;
·
მითითებული სიტყვების
მართებულად გამოყენება.
|
ემთხვევა თუ არა
თქვენი შეფასებები ერთმანეთს?
|
·
დიახ;
·
არა;
·
ნაწილობრივ.
|
ემთხვევა თუ არა
თქვენი შეფასებები მასწავლებლის აზრს?
|
·
დიახ;
·
არა;
·
ნაწილობრივ.
|
მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
№
|
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ზოგჯერ
|
არასდროს
|
1
|
გაკვეთილზე ყურადღებით
ვარ
|
|||
2
|
მასწავლებლის
მიერ დასმულ შეკითხვებს ვპასუხობ
|
|||
3
|
არ მერიდება საკუთარი
აზრის ხმამაღლა გამოთქმა
|
|||
4
|
ყურადღებით ვისმენ
სხვის აზრს
|
|||
5
|
მარტო მუშაობაზე
მეტად ჯგუფებში მუშაობა მეხალისება
|
|||
6
|
როდესაც რამეს
ვერ ვიგებ, ვეკითხები მასწავლებელს ან კლასელს
|
|||
7
|
გაკვეთილზე ხელს
არ ვუშლი კლასელებს
|
|||
8
|
მუშაობის დაწყების
წინ ვინიშნავ დროს და ვცდილობ,მას არ გადავაცილო
|
მხატვრული ტექსტის თხრობის შეფასების რუბრიკა
კლასი V
|
შეფასების კრიტერიუმები
|
|||||||||||
Ν
|
მოსწავლის სახელი,
გვარი
|
თხრობისას განცდებისა და შთაბეჭდილებების
გადმოცემა
|
ხმამაღალი,გამართული
და გამომეტყველებით
მეტყველება
|
ლექსიკა და მხატვრული
ტექსტის ენობრივი
მხარე
|
თხრობა
|
დროის ლიმიტი
|
საბოლოო შეფასება
|
|||||
1
|
2
|
1
|
2
|
1
|
2
|
1
|
2
|
1
|
2
|
1-10 ქულა
|
||
1
|
||||||||||||
2
|
||||||||||||
3
|
||||||||||||
4
|
||||||||||||
5
|
||||||||||||
6
|
კრიტერიუმი
|
1
|
2
|
თხრობისას განცდებისა
და შთაბეჭდილებების
გადმოცემა
|
ნაწილობრივ გადმოსცემს
|
სრულყოფილად გადმოსცემს
|
ხმამაღალი,გამართული
და გამომეტყველებითი მეტყველება
|
ნაწილობრივ მეტყველებს
გამომეტყველებით
|
სრულყოფილად მეტყველებს
გამომეტყველებით
|
ლექსიკა და მხატვრული
ტექსტის ენობრივი მხარე
|
ლექსიკა მდიდარია,თუმცა
ვერ ამახვილებს ყურადღებას ენობრივ მხარეზე
|
ლექსიკა მდიდარია და ენობრივად გამართული
|
დროის ლიმიტი
|
ვერ იცავს დროის
ლიმიტს
|
იცავს დროის ლიმიტს
|
თხრობა
|
ნაწილობრივ ამოიცნობს
ავტორის დამოკიდებულებას
|
არ უშვებს ფაქტობრივ
შეცდომებს
|
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების შეფასების რუბრიკა
Ν
|
კლასი
|
შეფასების კრიტერიუმები
|
||||||||||
მოსწავლის
სახელი, გვარი
|
სათაურის
ტექსტთან
გააზრებულად
დაკავშირება
|
მთავარი და
მეორეხარისხოვანი
პერსონაჟების
გარჩევა
|
პერსონაჟთა ქცევის
მოტივის განმარტება და
მათი საქციელის
შეფასება
|
განცდებისა და შთაბეჭდილებების გადმოცემა
|
საკუთარი
დამოკიდებულების
გამოხატვა ამა თუ იმ
პერსონაჟის მიმართ
|
|||||||
ვერ ფლობს
1
|
ფლობს
2
|
ვერ ფლობს
1
|
ფლობს
2
|
ვერ
ფლობს
1
|
ფლობს
2
|
ვერ
ფლობს
1
|
ფლობს
2
|
ვერ ფლობს
1
|
ფლობს
2
|
|||
1
|
||||||||||||
2
|
||||||||||||
3
|
||||||||||||
4
|
||||||||||||
5
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)
-
იხილეთ გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია გაკვეთილის გეგმა N 3 მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: თამარ ფაჩულია, 42001003492. ...