კვლევა

წიგნის კითხვის საათი - წიგნიერების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი
ფაქტორი
(დაწყებით და საბაზო საფეხურებზე)
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროების კვლევის ანგარიში
შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის“
ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი
თამარ ფაჩულია
2019
სარჩევი
1. შესავალი -------------------------------------------------------- 3
2. ლიტერატურის მიმოხილვა ---------------------------------- 4
3. კვლევის დიზაინი ---------------------------------------------13
4. ინტერვენციების შეფასების ანალიზი ----------------------18
5. დასკვნები -------------------------------------------------------20
6. ბიბლიოგრაფია ------------------------------------------------ 20
7. დანართები ----------------------------------------------------- 22
8. რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარებაზე ----------- 30
-3-
1. შესავალი
კვლევა შედგება რვა თავისაგან. I თავში მოცემულია საკვლევის საკითხის
შესახებ მიმოხილვა, თემის აქტუალობა, კვლევის მიზნები და ამოცანები. II თავი
შეეხება ლიტერატურის მიმოხილვას, მსჯელობას, კვლევის არსსა და მის დანერგვას,
სხვადასხვა ავტორის მოსაზრებებს კითხვის საათის დანერგვასთან დაკავშირებით.
III თავში საუბარია სკოლის საჭიროების კვლევის ანგარიშზე, კვლევის დიზაინზე,
სადაც მოცემულია ხუთი თავი: საკვლევი საკითხები, სამიზნე ჯგუფი, კვლევის
მეთოდები, მონაცემთა ანალიზი, ქმედებები/ინტერვენცია. IV თავში განხილულია
ინტერვენციების შეფასების ანალიზი. V თავი ეხება დასკვნებს, VI თავში მოცემულია
ბიბლიოგრაფია, VII თავში მოცემულია დანართები, სადაც მითითებული
გამოყენებული ანკეტები, ინტერვიუები, დიაგრამები და ა.შ. VIII თავში კი
მოცემულია რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარებაზე. წინამდებარე ნაშრომი
წარმოადგენს შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიაში“
განხორცილებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროების კვლევის
ანგარიშს. სკოლაში კითხვის კულტურის საჭიროების აუცილებლობას, რათა
ამაღლდეს სკოლის საერთო კულტურა, მიმოხილულია ამ პრობლემის გადაჭრის
გზები და საშუალებანი.
მიმაჩნია, რომ საკვლევი საკითხი აქტუალურია, რადგანაც სკოლაში
არსებული კლასგარეშე აქტივობები, ზოგადად, არაფორმალური განათლება,
აუცილებლად მოახდენს მოსწავლეებში დადებით შედეგს, გარდა ამისა, სკოლაში
კითხვის კულტურის არსებობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებთან ერთად მშობლების
განვითარებას, ასევე გაზრდის სკოლის კონკურენტუნარიანობას, რაც შეხება
სკოლას, გაიზრდება მისი ავტორიტეტი, ქალაქში აამაღლებს სკოლის კულტურის
დონეს, სკოლის იმიჯი იქნება უფრო პოზიტიური, ვინაიდან ეს არის სკოლის
ბრენდული მომსახურება.
თემის აქტუალობა
საკვლევი პრობლემა ეხება სკოლაში წიგნის კითხვის დანერგვასა და წიგნიერების
ამაღლებას. 2014 წელს პირველად სკოლებში კითხვის საათი დაწესდა. ეროვნულ
სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პირველიდან მე-4 კლასის
ჩათვლით, მოსწავლეებმა კვირაში ერთი საათი, სხვადასხვა ლიტერატურის კითხვას
უნდა დაუთმონ. მოზარდები საკითხავი მასალის არჩევაში შეზღუდულნი არ არიან -
მათ შეუძლიათ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწერლების ნაწარმოებები
წაიკითხონ.
მიმაჩნია, აღნიშნული კარგი პროექტია, ვინაიდან წიგნის კითხვისადმი
სიყვარული ადრეული ასაკიდან უნდა მოხდეს, გარდა ამისა, ამას საფუძველი
ოჯახში უნდა ეყრებოდეს. წინა წლებში იყო ერთგვარი ტრადიცია ოჯახებისა, რომ
-4-
მშობლები აწყობდნენ კითხვის საღამოებს, ერთად განიხილავდენენ და ერთმანეთს
უზიარებდნენ თავიანთ შეხედულებებს. რასაკვირველია, ასაკობრივ სეგმენტთან
შესაფერისი მასალებითაც იყო წიგნი დატვირთული.
ვფიქრობ, მშობელთა ჩართულობით წიგნის კითხვას ბავშვებს შევაყვარებთ და
მიეჩვევიან აზროვნებას და არა – თავს მოვახვევთ საკუთარ მოსაზრებებს. მშობლების
აზრით, ბავშვები არ დადიან ბიბლიოთეკებში, ამით კი ხელი შეეწყობა მოსწავლეების
წიგნებით დაინტერესებას, მშობლებიც თავის მხრივ - შვილებთან ერთად მიიღებენ
ცოდნას, ხოლო სკოლას ეყოლება წიგნიერი ახალგაზრდები, რომლებიც შემდეგში
უკეთ ისწავლიან. ასეთი მიდგომით ინტენსიურად დავაინტერესებთ მოსწავლეებს.
მიზნები
კვლევის მიზნებია:
 მოსწავლეებმა შეძლონ მეტი წიგნის წაკითხვა და შემდეგ მისი განხილვა;
 მშობლების მიერ წაკითხული წიგნებიდან მიღებული ინფორმაციით ცოდნის
გამდიდრება;
 წიგნის კითხვის სიყვარული და პოპულარიზაცია;
 სკოლაში წიგნიერების გაუმჯობესება.
კვლევის ამოცანებია:
პასუხი გასცეს კითხვებს:
 რამდენად უზრუნველყოფს, სკოლაში, კვირაში ერთხელ, დაწყებით და საბაზო
საფეხურებზე შემოღებული წიგნის კითხვის დანერგვა წიგნიერების
ამაღლებას?
 რა უპირატესობები აქვს სკოლაში წიგნის წაკითხვას მშობლების მიერ?
 წიგნის კითხვის დანერგვით, რის მიღწევას ახერხებს სკოლა ამ ეტაპზე?
 ეხმარება თუ არა მოსწავლეს მშობლის მიერ წაკითხული წიგნებით მიღებული
ცოდნა სხვადასხვა აქტივობაში?
 წარმოქმნის თუ არა გაგება-გააზრებას ან სხვა პრობლემებს მშობლების მიერ
წაკითხული წიგნები?
 რამდენად განიხილავენ წაკითხულ წიგნებს?
 როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს წიგნიერების თვალსაზრით, მოსწავლეთა
დაინტერესება წიგნის კითხვით ?
-4-
 საჭიროა თუ არა შეიცვალოს ცხრილში ჩასმული კითხვის საათის ფორმატი და
რა ფორმით?
 დაეხმარება თუ არა მშობლების აქტიურობა, ჩართულობა სკოლაში
წიგნიერების ამაღლებას?
კვლევის მიზანი და მთავარი ამოცანაა მოგვეხდინა მოსწავლეების დაინტერესება
წიგნის კითხვისადმი და ჩართვა მსჯელობის პროცესში, მოსმენის უნარის
განვითარება. წამოჭრილია პრობლემა, რომელიც შეეხებოდა წიგნის კითხვის
კულტურის დანერგვასა და ეფექტურად განხორციელებას სკოლაში.
სკოლის საჭიროების კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ
მიდგომას, მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების, ადმინისტრაციის
ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებას. თანამშრომლობითი მიდგომა
წინააღმდეგობის გაწევის შემცირების ინსტრუმენტს წარმოადგენს, განსაკუთრებით
კი მაშინ, როცა გარკვეული ცვლილებების დანერგვა ხდება. ამ გზით სკოლის
საჭიროების კვლევაში ჩართული ადამიანები ერთიანდებიან, პრობლემას თვალს
უსწორებენ, ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს, იღებენ გადაწყვეტილებასა და
გააზრებულ პასუხისმგებლობას და აღწევენ სასურველ შედეგს. აქედან
გამომდინარე, ჩამოვაყალიბე კვლევის კომისია, რომელშიც შედიოდა: სასწავლო
ნაწილი, დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, დამრიგებლები,
მშობლები, მოსწავლეები. კვლევის კომისიასთან შეკრება 2 კვირაში ერთხელ
იმართებოდა.
2. ლიტერატურის მიმოხილვა
თანამედროვე სკოლის წინაშე დგას უმთავრესი ამოცანები, მათ შორისაა
მოსწავლეთა სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება, რაც განათლებით მიიღწევა.
განათლება კი არის განვითარების საფუძველი. განვითარებისათვის მოსწავლეებს
სჭირდებათ კითხვა. აღნიშნულ კვლევაში უმთავრესია, ზუსტად აისახოს სკოლაში
კვლევის მომენტში არსებული ვითარება, ასევე მომავლის ხედვაც.
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მიმართულია სკოლებში სწავლა-
სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ. სკოლის განვითარებისათვის უნდა
იხარჯებოდეს არა მარტო მასწავლებელი, არამედ მოსწავლესთან ერთად მშობელიც.
ვინაიდან ეს სამკუთხედი სასკოლო ცხოვრებაში აქტუალური საკითხია, ამიტომ
მშობელთა ჩართულობა გავზარდეთ და ისინი ჩავრთეთ კითხვის საათზე. საკუთარი
დაკვირვებიდან გამომდინარე, დღეს სკოლაში არ არის სამკუთხედის მუშაობა,
არამედ მონაკვეთიღა დარჩა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ჩართვით
-5-
სკოლის განვითარების გზის დასახვა. ,,მოსწავლეთა აკადემიური წინსვლის
უზრუნველყოფა და დადებითი სოციალური მიმართულებით განვითარება
დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემების და მრავალი ოჯახის ამოცანას
წარმოადგენს (თეო ნეფარიძე, ,,კლასგარეშე აქტივობები და პრობლემები“, ჟ. მასწ.
2010, ნომერი 6, გვ. 8).
კლასგარეშე აქტივობებით მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ დავეხმაროთ
კითხვაში. მშობლების დაინტერესებითა და ჩართულობით კი მოვახდენთ
მოსწავლეთა მხრიდან მეტად დაინტერესებას კითხვის პროცესში. აღნიშნულ
აქტივობაში თუ მშობელთა ინტერესია მაღალი, მაშინ მაღალია შვილების ინტერესიც
კითხვის პროცესში.
კითხვა მოსწავლის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია. საერთაშორისო
გამოცდილებიდან გამომდინარე, ,,ევროპის განათლებისა და ტრენინგების
სტრატეგია 2020-სთვის“ მიხედვით, ,,ძირითადი ორიენტირი ევროპის ქვეყნებში
მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს იმას,
რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა
არაფორმალურ განათლებას ენიჭება“ (სალომე გორგოძე, ,,სტატიები/განათლება“,
2016 წელი, ინტერნეტი).
ლინკი http://liberali.ge/articles/view/25924/araformaluri-ganatlebis--formaluri-shesadzleblobebi
(შემოწმებულია 13.05-2019).
სკოლაში საჭიროა კითხვის საათის გაკვეთილების ჩატარდება. კითხვის საათზე
თემატიკა ერთმანეთისაგან უნდა განსხვავდებოდეს დაწყებით და საბაზო
საფეხურებზე. წიგნები უნდა იკითხებოდეს დიდაქტიკური მიზნების შესაბამისად.
აღნიშნულ გაკვეთილებზე მოსწავლეები ეფექტურად ჩაერთვებიან. მაგალითად:
თამაშებით, ინსცენირებით-როლური თამაშებით, კითხვითა და წერით, აზრობრივი
რუკის შედგენით. ამგვარი მიდგომით კითხვაში ჩართვა გაცილებით მარტივია.
,,ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში ახალი უნარების განვითარებას,
სტრესისა და დაძაბულობის მოხსნას“ (აი-გერლ ტანი ,,სწავლისა და სწავლების
შემოქმედებითი აქტივობები, ჟურნალი ,,მასწავლებელი“, 2010 წელი, გვ. 39).
ლინკი http://mastsavlebeli.ge/?p=2530 (შემოწმებულია 13.05-2019).
სკოლის სამკუთხედის (სკოლა-მოსწავლე-მშობელი) ურთიერთობების
სიჯანსაღის, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის პირდაპირპროპორციულია
ხარისხიანი განათლების შესაძლებლობა. ყველა სკოლაში და მათ შორის ჩვენთანაც,
განათლების კანონმდებლობის შესაბამისად, შემუშავებულია მისია, სადაც ერთ-
ერთი ორიენტირია წიგნიერება. სწორად შერჩეული დამოკიდებულებებით
-6-
თავისუფლად შეიძლება მისია და დეკლარირებული დოკუმენტები რეალობად
ვაქციოთ.
აუცილებელია საზრუნვია კითხვისა და წერის (წიგნიერების) ფუნდამენტური
უნარების გაუმჯობესება. ,,წიგნიერი მოსწავლეები გამოირჩევიან ემპათიის,
პოზიტიური სოციალური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის უნარებით.
მოსწავლეებს, რომელთაც მეოთხე კლასამდე სათანადოდ არ განუვითარდათ
კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება მომდევნო
კლასებში (სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული, ,,კითხვისა და
წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები, 2015 წელი, გვ. 8).
ლინკი http://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf (შემოწმებულია
13.05-2019).
კვლევები ადასტურებს, რომ მოსწავლის მოტივაცია და მიღწევები
უმჯობესდება, როცა მშობლები აქტიურად მონაწილეობენ მისი წიგნიერ პიროვნებად
ჩამოყალიბების პროცესში. რჩევები ასეთია: მოუყევით ბავშვს იმის შესახებ, რაც
ბოლო დროს წაიკითხეთ, რაც თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა;
ხშირად გაუზიარეთ შთაბეჭდილებები; ისაუბრეთ ბავშვთან ახალი, საინტერესო,
უჩვეულო სიტყვებისა და გამონათქვამების შესახებ; წაუკითხეთ ბავშვს საინტერესო,
ასაკისთვის შესაფერისი წიგნები.
გარდა იმისა, რომ სასკოლო ცხოვრებაში, კითხვის საათში ჩართული
მშობლები, თავის მხრივ, საკუთრივ ახალი ინფორმაციით აღიჭურვება, ამავე დროს
სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი
ფაქტორიცაა. სკოლა თავის მხრივ, ხელს უწყობს მშობლის ჩართულობას განათლების
საქმეში. ასეთ შემთხვევაში კი მოსწავლეს ნამდვილად აქვს უკეთესი შედეგი, როგორც
აკადემიური მოსწრების მხრივ, ასევე დისციპლინური სანქციების დაბალი
მაჩვენებლის მხრივაც.
მართალია, მშობლებს აქვთ ბარიერი, რომ აქტიურად ჩაერთონ
მოსწავლეთათვის განკუთვნილ კითხვის საათში, როგორიცაა: დრო, სასკოლო
სისტემის არცოდნა, მიუღებლობის გრძნობა, რთული ოჯახური პირობები, თუმცა
მასწავლებლებმა უნდა შევძლოთ მათი აქტიური თანამონაწილეობით მოსწავლის
სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა.
,,მშობლები ხშირად გამოთქვამენ წუხილს ბავშვის დაბალი შედეგებისა და
ქცევაში გამოვლენილი სირთულეების გამო, როგორიცაა, გამომწვევი (პრობლემური)
ქცევა, დაბალი თვითშეფასება, წარუმატებლობის შიში, თანატოლებთან ან
-7-
უფროსებთან ურთიერთობის სირთულეები და სხვა (თამუნა ისაკაძე,
,,სტატიები/განათლება“, 2018, ინტერნეტი).
ლინკი http://liberali.ge/articles/view/34629/araformaluri-ganatlebis-mnishvneloba-bavshvisganvitarebistvis
( შემოწმებულია 13.05.2019) .
აი რას წერენ, როგორ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ სხვადასხვა სკოლის
დირექტორები. ერთ-ერთი ამბობს: ,,ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს ცეკვისა და
ხელოვნების წრე, ასევე წიგნის მკითხველთა კლუბები, სადაც დაწყებითი და საბაზო
საფეხურის მოსწავლეები არიან გაერთიანებულები“ (თბილისის 167 სკოლის
დირექტორი ელენე ფუტკარაძე, 2018, ინტერნეტი).
იმისათვის, რომ მოსწავლეები საზოგადოების სრულფასოვან, პოზიტიური
დამოკიდებულებების მქონე ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, მნიშვნელოვანია
განათლების, წიგნიერების კუთხით მეტი აქცენტის გაკეთება. ,,კითხვისა და წერის
სწავლება საკვანძო სფეროა თანამედროვე სკოლაში და მას განსაკუთრებული
ყურადღება ეთმობა. ამ კომპონენტზეა დამოკიდებული სწავლის შედეგი. კითხვისა
და წერის გარეშე შეუძლებელია რაიმე პროგრესსა და წარმატებაზე საუბარი“.
(გ.ჭაუჭიძე, სსიპ ქ.მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა, კითხვის სწავლება ენობრივი
პრაქტიკის მეთოდით, ,,ღირებულებები და განათლება, 2017წ, გვ. 35
ლინკი http://mastsavlebeli.ge/wpcontent/
uploads/2017/10/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0
%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%97%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.p
df ( შემოწმებულია 13.05.2019) .
კითხვის სწავლებას აქვს საბაზისო მოდელი - ინტერაქტიული და
კონსტრუქტივისტული მიდგომა. „კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული მოდელი
აღწერს ურთიერთმიმართებებს კითხვის ოთხ ძირითად ასპექტს შორის, ესენია:
მკითხველი, დავალება/მიზანი, ტექსტი, კონტექსტი/გარემო. კითხვის პროცესი
ეფექტურად მიმდინარეობს, თუკი: მკითხველს აქვს მზაობა, ინტერესი და
გაცნობიერებული მიზანი მოცემული ტექსტის წასაკითხად; ტექსტი შეესაბამება
მკითხველის კითხვის დონეს, ინტერესსა და წაკითხვის მიზანს; გარემო
კომფორტულია მკითხველისათვის და შეიცავს მიზნის მიღწევისათვის საჭირო
დამხმარე ელემენტებს. კითხვის პროცესი მიმართულია კონკრეტული,
გაცნობიერებული მიზნის მიღწევისაკენ“ ( სასწავლო -მეთოდოლოგიური რესურსის
კრებული, 2015, გვ.14).
-8-
ლინკი http://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf (შემოწმებულია
15.05.2019).
კითხვის სწავლების ოპტიმალური მოდელის საფუძველს წარმოადგენს
ვიგოტსკის კვლევები განვითარების უახლოესი ზონისა და სასწავლო ხარაჩოების
(სკაფოლდინგის) შესახებ. „მოსწავლე თანდათანობით იღებს განვითარების
უახლოესი ზონის შესაბამისი სირთულის ახალ-ახალ ამოცანებს (სასწავლო -
მეთოდოლოგიური რესურსის კრებული,წიგნიერების სწავლების ოპტიმალური
მოდელი - პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა,2015, გვ.15).
ლინკი http://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf (შემოწმებულია
15.05.2019).
ცნობილია, რომ კითხვის აქტივობას, სამფაზიანი სტრუქტურა აქვს: კითხვის
დაწყებამდე, კითხვის დროს და კითხვის შემდეგ. ამ ფაზაზე განხორციელებული
აქტივობები კი მოსწავლეებს ეხმარება კითხვისათვის მომზადებაში.
წიგნის კითხვის მიზანია, მოსწავლეებმა ტექსტთან აქტიური მუშაობით შეიძინონ
ახალი ცოდნა, განივითარონ ახალი უნარ-ჩვევები. „ეს შეიძლება განხორციელდეს
ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობის ფორმატით, დავალების/აქტივობის
ბარათების, თემატური პოსტერების, ვიზუალური სქემებისა და სხვა დამხმარე
რესურსების გამოყენებით“ (სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსის კრებული,
კითხვის სამფაზიანი აქტივობის (გაკვეთილის) მოდელი, 2015, გვ.17).
კითხვის სწავლების გზაზე სკოლის მიზანია, რომ ყველა ბავშვი აქტიურ
მკითხველად ჩამოყალიბდეს. კითხვა კომპლექსური მოვლენაა, ამიტომ თითოეულის
-მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი- ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია.
კითხვის პროცესში ყურადღებაა გასამახვილებელი ფონოლოგიურ უნარ–ჩვევებზე,
ანბანის ცოდნაზე, სიტყვების დეკოდირებაზე, გამართულ კითხვასა და გაგება–
გააზრებაზე. თავდაპირველად მოსწავლეს უჭირს წიგნთან მუშაობის საწყისი
ჩვევების გამომუშავება, მოსმენილი ტექსტის გაგება, თხრობა, წაკითხულის შესახებ
მსჯელობა, აზრის წერილობით ჩამოყალიბება, ამიტომ ამ პროცესში მშობლის მიერ
წიგნების წაკითხვა, ნამდვილად არ არის ურიგო. „ასევე გასათვალისწინებელია სხვა
უმნიშვნელოვანესი ფაქტორებიც: კითხვის მოტივაცია, კითხვისადმი
დამოკიდებულება, მკითხველის თავდაჯერებულობა და სხვ. რომელიმე
კომპონენტში ჩამორჩენა საკმაო ზიანს აყენებს არა მხოლოდ კითხვის, არამედ სხვა
უნარების დაუფლების პროცესსაც“ (სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსის
კრებული, კითხვის უნარის შეფასება, 2015, გვ. 21).
-9-
ვფიქრობ, დაწყებით საფეხურზე მშობლის თანადგომის გარეშე მასწავლებელს
გაუჭირდება გარკვეული შედეგების მიღწევა. საქართველოში ჩატარებული ყველა
საერთაშორისო კვლევა მოსწავლეთა წიგნიერების დაბალ დონეს გვიჩვენებს, ამიტომ
მშობლები სკოლაში იმგვარად გავააქტიურეთ, რომ მათმა ჩართულობამ მოსწავლეთა
წიგნიერების დონე გაზარდა. „მოსწავლის სწავლის შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც
მასწავლებელი და მშობელი ერთად მსჯელობენ, გეგმავენ, ახორციელებენ
სხვადასხვა აქტივობას ბავშვის საჭიროებებისა და შესაძლებლობების
გათვალისწინებით“ (ნინო ციცვიძე, მშობელთა ჩართულობის ეფექტური
სტრატეგიები, 2018, ინტერნეტი).
ლინკი http://mastsavlebeli.ge/?p=19858 (შემოწმებულია 27.05.2019).
თუკი მშობლები ნაკლებ დროს დახარჯავენ შვილის ინტელექტუალურ
განვითარებაზე, მაშინ მოსწავლეებშიც წიგნიერების დონე დაბალი იქნება.
„მშობელთა ჩართულობა“ (ი. აფთარაშვილი) ნიშნავს მშობლების მონაწილეობას
რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და
სკოლის სხვადასხვა ღონისძიებაში. ამ დროს:
* მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შვილის სწავლის პროცესში;
* მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;
*მშობლები შვილების სწავლის პროცესში ჩართული არიან როგორც
სრულუფლებიანი პარტნიორები და მონაწილეობენ ბავშვის განათლების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებაში“ (ნინო ციცვიძე, მშობელთა ჩართულობის ეფექტური
სტრატეგიები, 2018, ინტერნეტი).
ლინკი http://mastsavlebeli.ge/?p=19858 (შემოწმებულია 27.05.2019).
აღსანიშნავია, რომ სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ
უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა
შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს.
კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად
მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო
მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის
მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.
„მშობლებთან შეხვედრები უნდა გაიმართოს არა მხოლოდ პრობლემის
მოსაგვარებლად, არამედ მომავალი ერთობლივი აქტივობების დასაგეგმავადაც“ (ს.
ლობჟანიძე).
-10-
„კვლევა გვიჩვენებს, რომ ბავშვის მოტივაცია და მიღწევები უმჯობესდება, როცა
მშობლები და აღმზრდელები აქტიურად მონაწილეობენ მის წიგნიერ პიროვნებად
ჩამოყალიბების პროცესში“ (ნინო ციცვიძე, მშობელთა ჩართულობის ეფექტური
სტრატეგიები, 2018, ინტერნეტი).
ლინკი http://mastsavlebeli.ge/?p=19858 (შემოწმებულია 27.05.2019).
ამდენად, კითხვა მშობლებისა და შვილებისთვის საყვარელი აქტივობა ხდება.
კითხვის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი მშობლები. ისინი შვილებთან
ერთად კითხულობებ წიგნებს და მუშაობენ ტექსტის გააზრებაზე. წიგნის კითხვის
საათი - საინტერესო პროექტი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვისაც და
მშობლებისთვისაც. ყოველივემ ხელი შეუწყო მშობელთა მიზანმიმართულ
გააქტიურებას. მშობელიც ერთ-ერთი რესურსია დაგეგმილი აქტივობის
განსახორციელებლად, ამ შემთხვევაში კი წიგნის კითხვის აუცილებლობისათვის.
გარდა ამისა, მშობლებთან არის ხშირი კომუნიკაცია, მათთან ერთად იგეგმება ახალი
წიგნის მოძიება, ერთობლივი მსჯელობა, დისკუსია.
„ყველაფერი ეს მიგვიყვანს მთავარ მიზანთან – ამაღლდება ჩვენი მოსწავლეების
წიგნიერების დონე. მშობელი იგრძნობს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც მას იღებენ,
უსმენენ, მის აზრს ითვალისწინებენ. აღარასოდეს ექნება მიუღებლობის განცდა და
ყოველთვის მთელი არსებით ჩაერთვება შვილის განათლებაში“ (ნინო ციცვიძე,
მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები, 2018, ინტერნეტი).
ლინკი http://mastsavlebeli.ge/?p=19858 (შემოწმებულია 27.05.2019).
„მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე, როგორც წესი, პასუხს მასწავლებლებს და
სკოლას ვთხოვთ, თუმცა არაერთი კვლევით დასტურდება, რომ სახლის გარემო და
მშობლების სწავლისადმი დამოკიდებულება პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლის
აკადემიურ შედეგებზე“ (მეგი კავთუაშვილი, „ოჯახი, როგორც ბავშვის „პირველი
მასწავლებელი“, ინტერნეტგაზეთი მასწავლებელი, 2018).
ლინკი http://mastsavlebeli.ge/?p=16853 (შემოწმებულია 27.05.2019).
ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი რედაქციის მიხედვით, დამრიგებლებისათვის
სავალდებულო ხდება მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია; იწყება პროგრამები
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, რაც
გულისხმობს მშობელსა და სკოლას შორის რეგულარულ, ორმხრივ, შედეგზე
ორიენტირებულ თანამშრომლობას. მშობელი სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორი
ხდება.
,,აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
სრულიად განსხვავებულია ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ზოგადად,
მშობელი არ უნდა იყოს შვილის აკადემიური მოსწრების მაკონტროლებელი. ის
-11-
უფრო მეტად უნდა იყოს ინტერესის მქონე. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მშობლის
მიერ ინდეფერენტული დამოკიდებულება ძალიან ცუდად მოქმედებს შვილის
მოსწრებაზე. სამწუხაროდ, მშობლებს ხშირად ჩართულობა მხოლოდ კონტროლი
ჰგონიათ. კონტროლი კი მხოლოდ დაწყებით კლასშია საჭირო“ (ინტერნეტი, სკოლა
და მშობელი – რას ნიშნავს მშობლის ჩართულობა და როგორ უნდა გაძლიერდეს
მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში?! 2016).
ლინკი https://edu.aris.ge/news/skola-da-mshobeli-ras-nishnavs-mshoblis-chartuloba-da-rogorunda-
gadzlierdes-mshoblis-roli-saskolo-cxovrebashi.html (შემოწმებულია 27.05.2019).
წაკითხული წიგნის შედეგად მოსწავლეებში ხდება „მხატვრული ნაწარმოების
ესთეტიკური აღქმისა და შეფასების, საკუთარი აზრის ლოგიკური
თანამიმდევრობით გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა შინაარსის ტექსტების
შექმნის უნარის განვითარება; ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის
გრძნობის აღძვრა; მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის
განვითარება“ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 3
მაისის ბრძანება №63/ნ - ვებგვერდი, 11.05.2018წ. ეროვნული სასწავლო გეგმა, მუხლი
46, გვ.37).
ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დაწყებით საფეხურზე
აუცილებელია „საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების
განვითარების ხელშეწყობა და სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი
დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში
გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის“ (ეროვნული
სასწავლო გეგმა, მუხლი 4, გვ.5).
ხოლო საბაზო საფეხურზე „მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის
კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა,
მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის
განვითარება“ (ეროვნული სასწავლო გეგმა, მუხლი 5, გვ.6).
მშობლების მიერ ვერბალური კომუნიკაციის საშუალებით ხდება წაკითხული
წიგნის სიტყვიერი გზავნილი, „ნათელი, კონკრეტული და არაორაზროვანი,
ეთიკური, გრამატიკულად კარგად ორგანიზებული, არ შეიცავს დიალექტს,
ბარბარიზმსა და ჟარგონს“ (პედაგოგიური გზამკვლევი პროფესიული განათლების
მასწავლებლებისათვის, გვ.136).
სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია სკოლის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ ის
-12-
აქტიურად უწყობს ხელს ოჯახის ჩართულობას ბავშვის აღზრდისა და განათლების
საქმეში.
რა ასაკისაც არ უნდა იყოს ბავშვი, მას არასდროს მობეზრდება მშობლების
წაკითხულის მოსმენა. მშობლებმა დღის განმავლობაში რამდენიმე წუთი მაინც უნდა
გამონახოს იმისთვის, რომ ბავშვს წაუკითხონ წიგნი, ჟურნალი, საგაზეთო სტატია.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი, შვილი მთელი ყურადღებით ისმენდეს და კითხვის
მომენტში სხვა საქმით არ იყოს დაკავებული.
ყველა ბავშვს სწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს. მშობლებმა, რომლთაც სურთ
დამატებითი დახმარება გაუწიონ შვილებს, ხელი უნდა შეუწყონ უკეთესი შედეგების
მიღწევაში.
„მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელს ეხმარება, გახდეს უფრო
თავდაჯერებული. მასწავლებლებს უჩნდებათ მეტი პატივისცემა საკუთარი
პროფესიის მიმართ; ისინი უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი საქმიანობით და მისი
შედეგებით. მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და
მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ
ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო
პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს“ (რეკომენდაციები
დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის, მშობელთა ჩართულობა, 2015 წელი,
გვ.7).
ლინკი http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf (შემოწმებულია 27.05.2019).
რაც შეეხება სარგებელს სკოლისთვის მშობელთა ჩართულობის გამო, უნდა ითქვას,
რომ დადებითად აისახება: სკოლას მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლებისგან; იზრდება
სკოლის იმიჯი საზოგადოებაში; სასკოლო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობენ
მშობლები, უფრო წარმატებულია, ვიდრე ის პროგრამები, რომლებშიც მშობლები არ
მონაწილეობენ; სკოლებში, სადაც მოსწავლეთა მოსწრება ძალიან დაბალია,
მშობლების ჩართულობის გაზრდის შემდეგ ეს მაჩვენებელი აშკარად უმჯობესდება.
კვლევებმა ცხადყო, რომ მშობელთა ჩართულობა არა მხოლოდ მოსწავლეთა
ყოფაქცევასა და დასწრებას აუმჯობესებს, არამედ დადებითად მოქმედებს
მოსწავლეთა მიღწევებზეც. „ამერიკელი მასწავლებლების ბოლოდროინდელი
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ახალი პედაგოგების 20 პროცენტი და
დირექტორების თითქმის ერთი მეოთხედი სამსახურებრივი სტრესის მნიშვნელოვან
მიზეზად მშობლებთან მათ ურთიერთობას ასახელებს“ (რეკომენდაციები
დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის, მშობელთა ჩართულობა, 2015 წელი,
გვ.10).
-13-
ლინკი http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf (შემოწმებულია
27.05.2019).
სკოლაში მშობელი სიამოვნებით მოდის და შვილთან ერთად კითხულობს. ასეთი
ინტენსიური ურთიერთობები პოზიტიურ შედეგს იძლევა.
მოსწავლის წარმატება სკოლისა და ოჯახის საერთო ინტერესია, სწავლის პროცესში
მშობელს პარტნიორად მიჩნევენ, შემდეგ კი ამ პარტნიორობის გაძლიერების
კონკრეტულ გზებს განსაზღვრავენ.
„სკოლასა და ოჯახს შორის ორმხრივი, რეგულარული კომუნიკაცია ბავშვის
განვითარების ერთერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. ეფექტური
კომუნიკაციისთვის საჭიროა, რომ მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთს
ინფორმაციას უზიარებდნენ (რეკომენდაციები დირექტორებისა და
მასწავლებლებისათვის, მშობელთა ჩართულობა, 2015 წელი, გვ.10).
ლინკი http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf (შემოწმებულია 27.05.2019).
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კითხვის საათის ფუნქციონირება
სკოლაში თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის აუცილებელი შემადგენელი
ნაწილია, რასაც მშობლების მხრიდან დიდი სურვილი და მონდომებაა საჭირო.
3. კვლევის დიზაინი
3.1.საკვლევი საკითხი
ჩემი კვლევის სათაურია წიგნის კითხვის საათი - წიგნიერების გაუმჯობესების
მნიშვნელოვანი ფაქტორი. გამოვიკვლიო, რამდენად უზრუნველყოფს, სკოლაში,
კვირაში ერთხელ, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე შემოღებული წიგნის კითხვის
დანერგვა წიგნიერების ამაღლებას? მოსწავლეებმა დაიწყონ წიგნის კითხვა
ინტენსიურ რეჟიმში, გამოვიკვლიო რამდენად ხშირად კითხულობენ ისინი წიგნებს
და შევაფასო როგორ შეუწყვეს ხელი წიგნის პოპულარიზაციას.
3.2.სამიზნე ჯგუფი
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დაწყებითი კლასების (I-II-III-IV-V-VI) და საბაზო
საფეხურის (VII-VIII-IX) კლასები. ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა პირველი და მე-9
კლასელების მშობლებსა და მოსწავლეებთან, რომელთაც გამოთქვეს აზრი, რომ
აუცილებელი იყო სკოლაში კითხვის კულტურის არსებობა, რაც დაეხმარებოდათ
მოსწავლეებს წიგნიერების თვალსაზრისით. უკვე გამოიკვეთა პრობლემა, რომ
მშობლებთან ერთად წიგნის კითხვის პრაქტიკის არარსებობა უარყოფითად
მოქმედებდა წიგნიერების მხრივ. პრობლემის მიზეზების დასადგენად მოვამზადეთ
ანკეტები. სკოლაში აღნიშნულ საფეხურებზე სულ ირიცხება 62 მოსწავლე.
-14-
გავამზადეთ 124 ანკეტა. ანკეტები მომზადდა მშობლებისთვისაც. ანკეტირებაში
მონაწილეობდა 62 ბავშვი და 62 მშობელი. მასში მონაწილეობა მიიღო თითოეულმა
მშობელმა. მოსწავლეებს მშობლებისათვის შედგენილი ანკეტები გავატანეთ სახლში,
რადგანა ამით მშობლები შვილებთან ერთად შეძლებდნენ მათთვის სასურველი
პასუხების ჩამოყალიბებას. ანკეტების შესავსებად მივეცით 2 დღე, რაც სრულიად
საკმარისი იყო დამაჯერებელი პასუხებისთვის. გამოვიყენეთ ღია კითხვები,
დავიცავით ანონიმურობა, რათა გულწრფელობის ხარისხი მაღალი ყოფილიყო.
3.3.კვლევის მეთოდები
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით კვლევის მეთოდებად გამოვიყენეთ
როგორც თვისებრივი (დაკვირვება, ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფები), ასევე
რაოდენობრივი (წერილობითი გამიკითხვა ანუ ანკეტირება) მეთოდები. ერთი ხელს
უწყობდა საკვლევი საგნის სიღრმისეულ, ხარისხობრივ შესწავლას, ხოლო
რაოდენობრივი მეთოდები დაგვეხმარა დაგვეზუსტებინა წიგნის კითხვის
რაოდენობრივად გავრცელების არეალი (თვისებრივი, რაოდენობრივი). მეთოდების
გამოყენებამ, უდავოდ, გაზარდა კვლევის სანდოობის ხარისხი.
3.4.მონაცემთა ანალიზი
1)დაკვირვება-ამ თვისებრივმა მეთოდმა გვიჩვენა და გვიბიძგა პრობლემის
იდენტიფიცირებისკენ, რადგანაც მოსწავლეები ხშირად არ კითხულობდნენ წიგნებს.
2) ინტერვიუს შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლეებს სურვილი ჰქონდათ
მშობლების მიერ წაკითხულიყო წიგნები, მათთან ერთად ემსჯელათ. მათ უნდოდათ
თავიანთ სკოლაში ყოფილიყო წიგნის კითხვის საათი, სადაც უფრო მეტს გაიგებდნენ
ახალი წიგნის შესახებ, გაიღრმავებდნენ ცოდნას და ითანამშრომლებდნენ, თუმცა
უმჯობესი იქნებოდა მოსწავლეებს წაეკითხათ.
3) ანკეტა –ამ რაოდენობრივმა მეთოდმა გვიჩვენა, წიგნს ძირითადად კითხვის საათზე
კითხულობენ.
4)ფოკუს-ჯგუფი პირველიდან მე-9 კლასების ჩათვლით მოსწავლეებთან და მათ
მშობლებთან შეხვედრამ დაადასტურა, რომ ნამდვილად სჭირდებოდათ
მორგებული, მათთვის სასურველი სასწავლო აქტივობა კითხვის საათის სახით
(იხ.დანართი 1 და 2).
5)ფოკუს ჯგუფი მშობლებთან. მშობლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ სკოლაში
ყოფილიყო დაწესებული კითხვის საათი, სადაც აქტიურად მიიღებდნენ
მონაწილეობას და წაიკითხავდნენ წიგნებს მათი შვილები.
-15-
ამგვარი შეხვედრების შემდეგ, პრობლემა გამოიკვეთა, კონკრეტულად სკოლის
საზოგადოების ერთი ნაწილის სურვილი იყო კითხვის საათის არსებობა, რათა
სკოლა ყოფილიყო უფრო მიმზიდველი მოსწავლეებისთვის და გაუმჯობესებულიყო
კითხვისადმი სიყვარული. მიზანთან შესაბამისობაში შედგენილი კითხვებით
მოვემზადეთ ანკეტირებისთვის, ანკეტირების შედეგი სქემატურად ასე
გამოიყურება:
1. თუ კითხულობთ კლასგარეშე ლიტერატურას?
გამოკითხვაში მონაწილეობდა 62 მოსწავლე. აქედან კითხულობს 42 მოსწავლე,
იშვიათად 6 მოსწავლე, ხოლო ხანდახან 14 მოსწავლე.
დიაგრამიდან ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა კითხულობს წიგნს,
თუმცა ისინი კითხულობენ სკოლაში კითხვის საათზე და არა სახლში ან
ბიბლიოთეკაში.
2. სად კითხულობთ წიგნს?
გამოიკითხა 62 მოსწავლე, აქედან 52 კითხულობს სკოლაში, ხოლო 10 მოსწავლე
მხოლოდ უსმენს მშობლებსა და მოსწავლეებს.
როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველაზე მეტი მოსწავლის სურვილია კითხვის
საათზე წაიკითხოს წიგნები, დანარჩენებმა კი მოუსმინონ. მათ ჯერ კიდევ ვერ
გამოიმუშავეს წიგნის კითხვის აუცილებლობა. ამ მონაცემების მიხედვით შეიძლება
ითქვას, რომ გამოკითხულ მოსწავლეთაგან უმრავლესობას სურს წიგნი წაიკითხოს
კითხვის საათზე, მხოლოდ ათს არ სურს და უსმენენ მშობლებს კითხვის დროს.
3. კითხულობთ თუ არა წიგნს სახლში თქვენს შვილთან ერთად?
გამოიკითხა 62 მშობელი, აქედან 26 კითხულობს სახლში, ხოლო 36 მშობელი ვერ
ახერხებს გარკვეული მიზეზების გამო.
როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველაზე მეტი მშობელი ვერ ახერხებს სახლში
შვილს წაუკითხოს წიგნები, ხოლო ძალიან ნაკლები მშობელი კითხულობს თავის
შვილთან ერთად, რაც არ არის სახარბიელო შედეგი.
4. მოგწონთ სკოლაში კითხვის საათის არსებობა?
გამოიკითხა 62 მშობელი, აქედან 62 მშობელივე ამბობს, რომ ძალიან მოსწონს.
როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველა მშობელს ძალიან მოსწონს სკოლაში კითხვის
საათი. კითხვის საათზე ძალაუნებურად უწევთ წიგნების კითხვა.
აღნიშნული ანკეტა იხილეთ დანართი N 1, N 2.
გამოვიყენე ინტერვიუც. მაგალითად, კითხვაზე რამდენად ხშირად კითხულობთ
წიგნს თქვენს შვილთან ერთად?
შემთხვევითი პრინციპის გამოყენებით გამოიკითხა 15 მშობელი. აქედან 5–მა
მშობელმა აღნიშნა, რომ გამორჩეულად უყვარს მითოლოგია, 8 მშობელმა თქვა, რომ
-16-
ვმუშაობ და ვერ ვახერხებ, ბავშვი ბებიასთანაა, ხოლო 7 მშობელი კი მხოლოდ
დასვენების დღეებში კითხულობს.
კითხვაზე რას შეცვლიდით სკოლაში კითხვის საათის გაკვეთილებში,
მოსწავლეების ინტერვიუების შედეგად (შემთხვევითი პრინციპის მიხედვით)
აღინიშნა, რომ ზოგიერთ მშობელს უჭირს კითხვა და ამიტომ მოსწავლის წაკითხვა
უფრო უკეთესია – ასე ფიქრობს 25 მოსწავლე, მოსმენით უკეთ ვითვისებ წიგნის
შინაარსს და არაფერს შევცლიდი –ამბობს 5 მოსწავლე, ხოლო 6 მოსწავლე აცხადებს,
რომ მასწავლებელმა წაუკითხოს წიგნები კითხვის საათზე, თუმცა 2 მოსწავლე
ფიქრობს, რომ წიგნის კითხვა – ეს ჩვენი გასაკეთებელია და არ არის საჭირო ცალკე
დროის გამოყოფა კითხვის საათის სახით.
კვლევაში გამოყენებული იყო 2 ძირითადი მეთოდი: რაოდენობრივი–
წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტა, თვისობრივი მეთოდიდან კი ფოკუს ჯგუფი,
ინტერვიუ, დაკვირვება.
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა კვლევის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
 მშობლები თავს არიდებენ სახლში წიგნის კითხვის საკითხსს და მთლიანად
სკოლას უთმობენ ამ პრობლემის მოგვარებას;
 მკვეთრად განსხვავებული დამოკიდებულებებია წიგნის კითხვისადმი
მოსწავლეებსა და მშობლებს შორის;
 მშობლები ვერ ერკვევიან, რამდენად აუცილებელია მათი ჩარევა წიგნის
კითხვის პროცესში, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე.
გავმართე შეხვედრა მასწავლებელებთან სხვადასხვა კათედრიდან.
მასწავლებლებს წარვუდგინე კვლევის გაანალიზებული შედეგები და ვთხოვე ერთად
შეგვემუშავებინა განსახორციელებელი ინტერვენციები. საინტერესო იყო
მასწავლებლების მოსაზრებების მოსმენა.
3.5.ქმედებები/ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის
საფუძველზე, შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
1) ინტერვენციის საწყის ეტაპს წარმოადგენდა შეხვედრა სკოლის
მასწავლებლებთან: კვლევის მასალების გაცნობა და ამ საკითხზე მათი
შეხედულებების მოსმენა-გაზიარება. მათი როლის გააზრება სკოლაში წიგნიერების
დონის ამაღლებისათვის. რა მოვალეობები აკისრიათ მათ ამ მხრივ სკოლის სხვა
საზოგადოების წინაშე;
2) მშობლებისათვის გასაუბრების მოწყობა წიგნიერების ამაღლებისათვის
საჭირო ღონისძიებების გატარების მიზნით.
როგორც კვლევისთვის საჭირო ლიტერატურის მიმოხილვისას აღინიშნა,
აუცილებელია სკოლამ კარგად იცოდეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კითხვის
საათის არსებობა, რა მნიშვნელობა აქვს ამ აქტივობას მშობელთა ჩართვის
-17-
მონაწილეობის პრინციპის მიხედვით, რა როლს თამაშობს მშობელი ამ
საქმიანობაში. კითხულობენ თუ არა წიგნს შვილთან ერთად, უნდა იყოს თუ არა
კითხვის საათი სკოლაში, როგორ უნდა დავაწესოთ კითხვის საათი და რა
გამოცდილება არსებობს ამ კუთხით;
3)მოსწავლეებისთვის განხილვა- ინტერვიუ მათ წიგნიერებაზე. მოსწავლეებს
კარგად უნდა ესმოდეთ წიგნიერების მნიშვნელობა და ის, რომ კითხვა არის
წიგნიერების მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამ თვალსაზრისით მოსწავლეებს აქვთ
ინიციატივების უფლება, ამ მხრივ კი სკოლა ვალდებულია გაითვალისწინოს მათი
სურვილები, სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში დეტალურად გაეცნოს
ადმინისტრაცია და განიხილოს მოსწავლეებთან ერთად წარმოდგენილი გეგმა თუ
ინიციატივა;
4)სკოლის საზოგადოების (განსაკუთრებით მშობლის) კოორდინირებული
მუშაობა და ურთიერთთანამშრომლობა. მშობლების ჩართულობა, მათი
თანამშრომლობა პირდაპირ მიემართება სკოლის წიგნიერი გარემოს
გაჯანსაღებისკენ. სკოლის საჭიროების დადგენის შემდეგ პრობლემის
გადაჭრისთვის საუკეთესო გამოსავალია თითოეული ინდივიდის მაღალი
პასუხისმგებლობა, საკუთარი უფლება-მოვალეობის გაზიარება;
5) ლიტერატურის წინასწარ შერჩევა;
6) ჭიქა ყავაზე მშობლების მოწვევა;
7) ვიზიტი ბიბლიოთეკაში;
8) კლუბის შექმნა.
რეკომენდაციები
წიგნის კითხვის გასაუმჯობესებლად შევიმუშავე რეკომენდაციები. ამისათვის
აუცილებელია სკოლაში არსებობდეს წიგნის კითხვის კლუბები როგორც დაწყებით,
ასევე საბაზო საფეხურზე. სკოლის ადმინისტრაციამ, თითოეულმა პედაგოგმა უნდა
გაითვალისწინოს მათი მოვალეობანი და პატიოსნად შეასრულონ პროფესიული
სტანდარტით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის კლასგარეშე საქმიანობის
დაგეგმვა (წიგნის კითხვის კუთხით), კარგად გაიაზრონ ეროვნული სასწავლო გეგმის
შესრულება და ჩამოყალიბდეს მოსწავლეებისთვის ზემოხსენებული კლუბები,
სადაც გათვალისწინებული იქნება მათი სურვილები, საჭიროებანი, ასევე
მშობლების ჩართულობისა და მონაწილეობის პრინციპების მიხედვით.
მასწავლებელთა თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, გაუზიარონ
ერთმანეთს კლუბებში მუშაობის გამოცდილება, რათა დაინერგოს ტრადიციები
არაფორმალური განათლებისა (წიგნის კლუბში), გაკეთდეს ხშირი უკუკავშირები.
აუცილებელი გახდეს მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტით მუშაობა
თითოეული მასწავლებლისათვის. მასწავლებელთა თანამშრომლობას
რეგულარული სამუშაო შეხვედრების სახე მიეცეს და ამ მიზნით შემუშავდეს
შეხვედრების გრაფიკიც.
-18-
საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციამ უზრუნველყოს პროფესიონალი
მასწავლებლის დასაქმება მოსწავლეთა უკეთესი შედეგების მისაღწევად.
4. ინტერვენციების შეფასების ანალიზი
ზემოთ მოცემული ინტერვენციის ვარიანტები განვიხილეთ კოლეგებთან,
ადმინისტრაციასთან ერთად. განხილვის შემდეგ განვახორციელეთ ცვლილებები:
კვლევების შედეგების მიხედვით დასტურდება, რომ სკოლაში მისაღებია კითხვის
საათის არსებობა ცხრილში შეტანით, თუმცა კარგი იქნება წიგნის კლუბის დაარსება
ყველა კლასში. ამ ეტაპზე მხოლოდ მეექვსე და მერვე კლასში ამოქმედდა, მაგრამ
შემდგომში მოსწავლეთა და მშობელთა სურვილები გაათვალისწინებულ იქნება და
შესაბამისად ეს ცვლილება აისახება სკოლის სასწავლო გეგმაში.
2) მასწავლებლები ინფორმირებულ იქნენ წიგნის სასკოლო კლუბის
ფუნქციონირებისთვის საჭირო საკითხებზე, იმაზე თუ რა პროცედურებთანაა
დაკავშირებული დამატებითი აქტივობის, კონკრეტულად, კლუბის არსებობა და რა
სარგებლობის მოტანა შეუძლია მას სასკოლო ცხოვრებაში წიგნიერების
გასაჯანსაღებლად.
3) კლასის დამრიგებლებმა კლასის საათზე ჩაატარეს მოსწავლეთა ინფორმირება
წიგნის კლუბის დაარსების შესახებ, იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია მათი
განვითარებისათვის წიგნების კითხვა. აზრების შეჯერების შედეგად გადაწყდა, რომ
სკოლის პედკოლექტივი დაეხმარება ყველა მოსწავლეს აქტიურად ჩაერთოს წიგნის
კითხვის კლუბში უკვე დამოუკიდებლად.
4) პედაგოგებს გავუზიარებ კლუბების მუშაობის გამოცდილებას ამ საკითხზე
არსებული ლიტერატურის მიმოხილვით და ჩემი პრაქტიკის გამოცდილებიდან
გამომდინარე.
5) ბიბლიოთეკაში ვიზიტებმა გვიჩვენა, რომ შესამუშავებელია წიგნის კითხვის
კვირეულის ფარგლებში (აპრილის თვეში, ვინაიდან 23 აპრილი წიგნის კითხვის
საერთაშორისო დღეა) მოეწყოს კითხვის კონკურსი მშობელთა და მოსწავლეთა
მონაწილეობით.
6) ჭიქა ყავაზე მოწვეულ მშობლებთან შეხვედრებმა დასახა სამომავლო გეგმები
მათი მოხალისეობრივი ჩართულობის კუთხით, ის, რომ კლუბის კურატორი
მასწავლებელი, გარდა სკოლაში წასაკითხი წიგნისა, ასევე სახლში გაატანს წიგნს
წასაკითხად/დასამუშავებლად.
7) მასწავლებელთა თანამშრომლობას რეგულარული სამუშაო შეხვედრების სახე
მიეცემა და ამ მიზნით შემუშავდება შეხვედრების გრაფიკიც.
ჩვენი შეფასების მიზანს წარმოადგენდა, გაგვეგო მოსწავლეთა, მშობელთა,
პედაგოგთა, ადმინისტრაციის აზრი წიგნის კითხვის საათის - წიგნიერების
გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ფაქტორის არსებობის აუცილებლობის საკითხთან
მიმართებაში. ინტერვენციის შეფასებისთვის გამოვიყენეთ:
-19-
მასწავლებლებთან ინტერვიუს დროს გამოიკვეთა სურვილი, რომ აქტიურად
დაგეგმავენ კითხვის საათისთვის სხვადასხვა აქტივობას, შეიქმნება წიგნის კლუბები
დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. წიგნიერება ხომ ცოდნის, უნარებისა და
დამოკიდებულებების ერთობლიობაა, რომლებიც შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ
გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე
საზოგადოებრივ საქმიანობაში. სწორედ წიგნიერება მოიცავს კითხვის, მოსმენის,
ზეპირი მეტყველებისა და წერის უნარებს; აგრეთვე ენის სიმბოლოების ამოცნობა-
გამოყენების უნარს, ისევე, როგორც ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი, თუ ციფრული
ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.
ინტერვიუ ადმინისტრაციასთან:
ინტერვიუ მიზნად ისახავდა გაგვეგო ადმინისტრაციის მოსაზრება
ინტერვენციებთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებდა განხორციელებულ
ცვლილებებს? დანერგავდა თუ არა აღნიშნულ სიახლეს მომავალი წლიდან.
ადმინისტრაციის აზრით, ეს იყო დროული კვლევა, კვლევის შედეგები მისაღებია,
სკოლაში არავის უკვლევია მოსწავლეთა საჭიროებანი კითხვის თვალსაზრისით
თანმიმდევრულად, განსაკუთრებით კითხვის საათისა და წიგნის კლუბის
აუცილებლობის შესახებ. მოსწავლეთა და მათი მშობლების საჭიროებების
განხორციელება სკოლის მთავარ მიზანს წარმოადგენს,მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტის შესრულება,სასწავლო პროცესის მართვა, დაგეგმვა, სწავლება არის ის
მთავარი ორიენტირები, რომელთა შესრულება და უზრუნველყოფა ევალება
ყველას, ვინც სკოლასთანაა დაკავშირებული. დავეთანხმებით, იმ აზრს, რომ
წიგნიერი გარემოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კლასგარეშე საქმიანობა –
წიგნის კლუბის სახით, რისი განხორციელებაც ადმინისტრაციის ხელშეწყობისა და
შეფასების გარეშე არ არსებობს.
მშობელთა ფოკუს-ჯგუფთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ შესაბამისი
ინტერვენციები სასურველია, როგორც მათთვის ასევე მათი შვილებისთვისაც. ერთი
მხრივ შვილების ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, თავისუფალი
დროის ორგანიზებისათვისაც. გამოთქვეს სურვილი, რომ აქტიურად წაუკითხავენ
შვილებს წიგნებს და ამ კუთხით დაეხმარებიან მოსწავლეებს ინდივიდუალურად
მათი საჭიროებიდან გამომდინარე, ერთად შეიმუშავებენ ლიტერატურის
ჩამონათვალს, დაადგენენ კითხვის კლუბში გაწევრიანების წესებს. კვლევის
მასალების მიხედვით მეტი ინფორმაცია მიიღეს გამჭოლ კომპეტენციაზე–
წიგნიერებაზე. აღნიშნული პრობლემის გამოკვეთა, მათი აზრით,სასარგებლო
იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც და, საერთოდ,
სკოლის წიგნიერი გარემოს ჩამოყალიბებისათვის.
-20-
5. დასკვნები
სკოლაში ჩატარებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროების კვლევის
საფუძველზე (კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ცვლილების დაგეგმვა-
განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წიგნის
კითხვაში პრობლემების მიზეზებია:
წიგნის კლუბების არარსებობა- მოსწავლეთა კითხვის, მოსმენის, ზეპირი
მეტყველებისა და წერის უნარების გასავითარებლად, რეკომენდებულია წიგნის
კლუბების არსებობა.
მშობლების ნაკლები ჩართულობა.
სასწავლო პროცესის დაგეგმვისას აუცილებელი კომპონენტია როგორც ზეპირი,
ვიზუალური, ნაბეჭდი, თუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის
უნარ-ჩვევების აუცილებლობა, ამიტომ მათთვის შესათავაზებელია უკეთესი
ლიტერატურა.
სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს აუცილებელია, მეტი ჩართულობა
მოსწავლების, მშობლების, მასწავლებლების მხრიდან, კოორდინირებული მუშაობა
და საჯაროობის მაღალი ხარისხი, რითაც ამაღლდება სკოლის ავტორიტეტი და
სანდოობა, რაც სკოლის წიგნიერ გარემოს დახვეწს.
პედაგოგთა თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით,
ხშირი უკუკავშირი პროფესიული ზრდის აუცილებელი კომპონენტია.
წიგნის კლუბის, კითხვის საათის არსებობა ხელს უწყობს ლოგიკური და
არგუმენტირებული მსჯელობის გაღვივებას, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის
საფუძველზე დასკვნების გამოტანას და გადაწყვეტილებების მიღებას. ავითარებს
მიზანმიმართულობას, ეხმარება მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების
გამომუშავებასა და ინტელექტუალურ განვითარებაში, ინფორმაციის აღქმაში,
პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის გზების ძიებაში.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.
გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა
შედეგიანი იყო.
6. ბიბლიოგრაფია
[1] სალომე გორგოძე, ,,სტატიები/განათლება“, 2016 წელი, ინტერნეტი.
ლინკი: http://liberali.ge/articles/view/25924/araformaluri-ganatlebis--formaluri-shesadzleblobebi
(შემოწმებულია 13.05-2019).
[2] აი-გერლ ტანი ,,სწავლისა და სწავლების შემოქმედებითი აქტივობები, ჟურნალი
,,მასწავლებელი“, 2010 წელი, გვ. 39.
ლინკი: http://mastsavlebeli.ge/?p=2530 (შემოწმებულია 13.05-2019).
-21-
[3] სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული, ,,კითხვისა და წერის
სწავლება დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები, 2015 წელი, გვ. 8.
ლინკი: http://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf (შემოწმებულია
13.05-2019).
[4] თამუნა ისაკაძე, ,,სტატიები/განათლება“, 2018, ინტერნეტი.
ლინკი: http://liberali.ge/articles/view/34629/araformaluri-ganatlebis-mnishvneloba-bavshvisganvitarebistvis
( შემოწმებულია 13.05.2019) .
[5] გ.ჭაუჭიძე, სსიპ ქ.მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა, კითხვის სწავლება ენობრივი
პრაქტიკის მეთოდით, ,,ღირებულებები და განათლება, 2017წ, გვ. 35
ლინკი http://mastsavlebeli.ge/wpcontent/
uploads/2017/10/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0
%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%97%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.p
df ( შემოწმებულია 13.05.2019) .
[6] სასწავლო -მეთოდოლოგიური რესურსის კრებული, 2015, გვ.14.
ლინკი: http://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf (შემოწმებულია
15.05.2019).
[7] სასწავლო -მეთოდოლოგიური რესურსის კრებული, წიგნიერების სწავლების
ოპტიმალური მოდელი - პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა,2015, გვ.15.
ლინკი: http://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf (შემოწმებულია
15.05.2019).
[8] ნინო ციცვიძე, მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები, 2018,
ინტერნეტი.
ლინკი: http://mastsavlebeli.ge/?p=19858 (შემოწმებულია 27.05.2019).
ლინკი: http://mastsavlebeli.ge/?p=19858 (შემოწმებულია 27.05.2019).
[9] ნინო ციცვიძე, მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები, 2018,
ინტერნეტი.
ლინკი: http://mastsavlebeli.ge/?p=19858 (შემოწმებულია 27.05.2019).
ლინკი: http://mastsavlebeli.ge/?p=19858 (შემოწმებულია 27.05.2019).
[10] მეგი კავთუაშვილი, „ოჯახი, როგორც ბავშვის „პირველი მასწავლებელი“,
ინტერნეტგაზეთი მასწავლებელი, 2018.
ლინკი: http://mastsavlebeli.ge/?p=16853 (შემოწმებულია 27.05.2019).
[11] სკოლა და მშობელი – რას ნიშნავს მშობლის ჩართულობა და როგორ უნდა
გაძლიერდეს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში?! 2016, ინტერნეტი.
-22-
ლინკი: https://edu.aris.ge/news/skola-da-mshobeli-ras-nishnavs-mshoblis-chartuloba-da-rogor-undagadzlierdes-
mshoblis-roli-saskolo-cxovrebashi.html (შემოწმებულია 27.05.2019).
[12] ეროვნული სასწავლო გეგმა, მუხლი 46, გვ.37,5,6.
[13] პედაგოგიური გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის,
გვ.136.
[14] რეკომენდაციები დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის, მშობელთა
ჩართულობა, 2015 წელი, გვ.7, 10.
ლინკი: http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf (შემოწმებულია 27.05.2019).
ლინკი: http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf (შემოწმებულია 27.05.2019).
ლინკი: http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf (შემოწმებულია 27.05.2019).
7. დანართები
ანკეტა
დაწყებითი და საბაზო საფეხურის
მშობლებისათვის!
სკოლა ატარებს სკოლის საჭიროების კვლევას დაწყებითი და საბაზო
საფეხურზე წიგნიერების გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მშობლის
მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან
მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო ანკეტაზე სახელი და გვარის
მითითება.
1. კითხულობთ თუ არა წიგნს სახლში თქვენს შვილთან ერთად?
1.დიახ; 2.არა; 3. ზოგჯერ; 4.იშვიათად.
2. მოგწონთ სკოლაში კითხვის საათის არსებობა?
1.დიახ; 2.არა; 3. ძალიან მომწონს;
ანკეტა
დაწყებითი და საბაზო საფეხურის
მოსწავლებისათვის!
სკოლა ატარებს სკოლის საჭიროების კვლევას დაწყებითი და საბაზო
საფეხურზე წიგნიერების გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მოსწავლის
მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან
-23-
მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო ანკეტაზე სახელი და გვარის
მითითება.
1. თუ კითხულობთ კლასგარეშე ლიტერატურას?
1.დიახ; 2.არა; 3. იშვიათად; 4.ხანდახან.
2. სად კითხულობთ წიგნს?
1.სახლში; 2. ბიბლიოთეკაში; 3. კითხვის საათზე.
ინტერვიუ
დაწყებითი და საბაზო საფეხურის
მშობლებისათვის!
1. რამდენად ხშირად კითხულობთ წიგნს თქვენს შვილთან ერთად?
2. ახალი წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ ახსენებთ სხვა წიგნის წაკითხვას,
თუ შეხსენების გარეშე იწყებს კითხვას?
ინტერვიუ
დაწყებითი და საბაზო საფეხურის
მოსწავლებისათვის!
1. რას შეცვლიდით სკოლაში კითხვის საათის გაკვეთილებში?
2. როგორ ფიქრობთ, კითხვით უფრო განათლებული ადამიანი ხდები?
-24-
კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვის დიაგრამა N1
გამოკითხულია 62 მოსწავლე
0
5
10
15
20
25
30
35
40
45
წიგნს კითხულობს
იშვიათად
ხანდახან
6
42
14
-25-
წიგნის კითხვის სურვილის დიაგრამა N2
გამოკითხულია 62 მოსწავლე
0
10
20
30
40
50
60
კითხულობს სკოლაში
უსმენს მოსწავლეებსა და
მშობლებს
10
52
-26-
მშობელთა მიერ წიგნის წაკითხვის დიაგრამა N3
გამოკითხულია 62 მშობელი
0
5
10
15
20
25
30
35
40
კითხულობს სახლში
მშობელი ვერ ახერხებს
36
26
-27-
კითხვის საათის არსებობა სკოლაში დიაგრამა N4
გამოკითხულია 62 მშობელი
0
10
20
30
40
50
60
70
მშობელი ამბობს ძალიან
მოსწონს
არ მოსწონს
0
62
-28-
წიგნის კითხვა შვილთან ერთად დიაგრამა №5
გამოკითხულია 15 მშობელი
0
1
2
3
4
5
6
7
8
გამორჩეულად უყვარს
მითოლოგია
მშობელი მუშაობს და
ვერ ახერხებს, ბავშვი
ბებიასთანაა
მშობელი დასვენების
დღეებში კითხულობს
8
5
7
-29-
რას შეცვლიდით სკოლაში კითხვის საათის გაკვეთილებში დიაგრამა №6
გამოკითხულია 38 მოსწავლე
0
5
10
15
20
25
6
2
მშობელს უჭირს წიგნის კითხვა
და სჯობს მოსწავლემწაიკითხოს
მოსმენით უკეთ ვიგებ შინაარს და
არაფერს შევცვლიდი
მასწავლებელმა წაიკითხოს
ეს მოსწავლის საქმეა და სკოლაში
ამის გამო დრო იხარჯება
5
25
-30-
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარებაზე
საჭიროების მიხედვით ვიღებდი კოლეგების უკუკავშირს როგორც კვლევის
მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ. კვლევის მიმდინარეობისას
შუალედურ შედეგებს ვუზიარებდი კოლეგებს სკოლის შიგნით, ხოლო კვლევის
დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები გავუზიარე კოლეგებს სხვა სკოლიდან.
კვლევის მონაცემები, მისი შედეგები საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.
პრობლემა აქტუალური იყო არა მხოლოდ ჩვენი სკოლის მასწავლებლისთვის,
საკვლევი საკითხი ინტერესის თემას წარმოადგენდა სკოლის სხვა
მასწავლებლებისათვის. მოვაწყვე შეხვერდა მასწავლებლებთან ორ ეტაპზე: პირველი
ეტაპი-ეს იყო ინტერვენციების დაგეგმვის დროს - მას შემდეგ, რაც დავასრულე
მონაცემთა შეგროვების ეტაპი კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით,
კოლეგებს შევხვდი, რათა მომესმინა მათი მოსაზრებები კვლევის რა ინტერვენციები
შეიძლებოდა განხორციელებულიყო. ამისათვის მასწავლებლებს შევხვდი სხვადასხვა
კათედრიდან. მასწავლებლებს წარვუდგინე კვლევის გაანალიზებული შედეგები და
ვთხოვე ერთად შეგვემუშავებინა განსახორციელებელი ინტერვენციები. საინტერესო
იყო მასწავლებლების მოსაზრებების მოსმენა. ჯერ მასწავლებლების მოსაზრებები
მოვისმინე და ჩამოვწერე, შემდეგ გავაცანი ჩემი ხედვაც, რის შემდეგაც დავაჯგუფეთ
მიმართულებების მიხედვით:
1. რა უნდა გაგვეკეთებინა სკოლაში წიგნიერების ამაღლებისათვის მშობელთა
დაინტერესებასთან დაკავშირებით;
2. რა უნდა გაკეთებულიყო კითხვის დაინტერესების მიზნით მოსწავლეთა
მზარდი აქტივობისათვის;
3. რა უნდა გაკეთებულიყო ამ მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების მიზნით.
საინტერესო ინტერვენცია დაიგეგმა მასწავლებელთა ჩართულობით. მათი
აზრით, სკოლაში კითხვის საათის არსებობა სავალდებულოა, სადაც მოსწავლეები
იღრმავებენ ცოდნას მათთვის საინტერესო ლიტერატურის შესახებ. კითხვის საათს
მუშაობის ფორმა აქვს, არის ფორმირებული, თუმცა არ გააჩნდა წინასწარ გაწერილი
გეგმა. სკოლას არ უკვლევია მოსწავლეთა საჭიროებანი –კითხვის სპეციფიკასთან
დაკავშირებით. მასწავლებლები ინტერესით შეხვდნენ ამ გამოცდილებას.
მეორე ეტაპი შეხვედრისა კოლეგების ინიციატივით ინტერვენციების
დასრულების შემდეგ ჩავატარე, რათა რეკომენდაციები დაყრდნობოდა კოლეგათა
უკუკავშირის ანალიზს. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ კვლევის შედეგების
მდგრადობისათვის კარგი იქნებოდა მასწავლებელთა თანამშრომლობას
რეგულარული სამუშაო შეხვედრების სახე მისცემოდა და ამ მიზნით გრაფიკიც
შეგვედგინა. აღნიშნული შემოთავაზება მივიღე და ავსახე კვლევის
რეკომენდაციებში.
-31-
კვლევის მიზნიდან გამომდინარე, მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით
გავარკვიეთ, რომ წიგნის კლუბის, კითხვის საათის შემოღება აუცილებელია, ეს კი
თანამედროვე სკოლისთვის აუცილებლობაა.
ინტერვენციების შედეგად, გამოიკვეთა მზაობა, როგორც მშობლების,
ადმინისტრაციის, ასევე მასწავლებლების მხრიდან, რომ ახალი სასწავლო წლის
სასკოლო სასწავლო გეგმაში აუცილებლად გაიწერება მოსწავლეთა და მშობელთა
საჭიროებანი კოორდინირებული მუშაობით, დაიხვეწება ზემოთაღნიშნული
ინტერვენციები და უკეთ განხორციელდება თითოეული აქტივობა. მასწავლებლები
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მშობლებთან ერთად წარმართავენ
კითხვის საათის მუშაობას. პერიოდულად გააკეთებენ უკუკავშირს, პროფესიული
განვითარებისა და გამოცდილების გაზრდის თვალსაზრისით. რაც, მათი აზრით,
აუცილებელია სკოლის წიგნიერი გარემოს სრულყოფისათვის.
ვფიქრობთ,რომ ჩატარებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროების
კვლევა წინგადადგმული ნაბიჯია სკოლის პრობლემების მოგვარების გზაზე. ეს
წიგნის კითხვის ვითარების გაუმჯობესების ინოვაციური საშუალებაა. ჩვენი აზრით,
კოლეგებისთვის ღირებულია თითოეული პრაქტიკული მაგალითი კვლევისა.
კვლევის შედეგებს საკუთარი ინიციატივით აუცილებლად გავუზიარებ არაერთ
სკოლას...
ვფიქრობ, რომ სკოლებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროების
კვლევა პრობლემის შესწავლისა და არსებული არასასურველი ვითარების
გაუმჯობესების საშუალებაა.
აღნიშვნის ღირსია კოლეგების პოზიტიური დამოკიდებულება, დაინტერესება
კვლევის საკითხებთან, მის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მათ აინტერესებთ
კვლევის თითოეული ეტაპი. ამასთანავე, მათი უკუკავშირი იყო კონსტრუქციული და
საქმიანი. კოლეგებმა მთხოვეს, რომ მათთვის დეტალურად გამეცნო კვლევის
მეთოდები და გამეწია ფასილიტაცია პრობლემის იდეტიფიცირების ეტაპზე, რათა
სწორად წარმართონ შემდგომში კვლევა.
აღნიშნული კვლევა იხილეთ: https://drive.google.com/drive/my-drive

10 комментариев:

  1. ძალიან საინტერესო, აქტუალური და საჭირო კვლევაა, აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. დიდი მადლობა ქ-ნო თამარ.

    ОтветитьУдалить
  2. მე მართლა გაოცებული ვარ შენი კვლევით თამარ.. ძალიან დიდი მასშტაბით არის გაკეთებული და დიდ შრომას,დროს და ძალისხმევას საჭიროებდა ალბათ რომ ბოლომდე მიგეყვანა და ასეთი საინტერესო და საჭირო ინტერვენციები დაგესახა, ისეთი პრობლემაა ასახული შენს კვლევაში რომელიც თითქმის ყველა მასწავლებლის და სკოლის ტკივილია.ერთ დღეს აუცილებლად ვესტუმრებით მე და ჩემი მოსწავლეები "წიგნის კლუბს", რომელიმე წიგნის პრეზენტაციაზე..უკვე დავსახე მომავლის გეგმა) გილოცავ,,მომეწონა კვლევა..ვამააყობ შენით,,წარმატებებს გისურვებ ჩემო ნიჭიერო ადამიანო.

    ОтветитьУдалить
  3. ქალბატონო თამარ, თქვენი კვლევა უდავოდ წიგნიერებას გაზრდის. ეს კვლევა ნამდვილად მნიშვნელოვანი და საჭიროა პედაგოგთა პროფესიული გაზრდის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ამ კვლევის დანეგვა ყველა სკოლაში აუცილებელია და ამით დროულად შეეწყობა ხელი მოსწავლეთა წიგნიერებას.

    ОтветитьУдалить
  4. კვლევა ეძღვნება ისეთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხს,როგორიცაა მოსწავლის წიგნიერ პიროვნებად ჩამოყალიბება.მოცემულია ძალიან საინტერესო და სასარგებლო მოსაზრებები ამ პრობლემის გადასაჭრელად.ის დახმარებას გაუწევს ამ საკითხით დანტერესებულ მრავალ პედაგოგს. შემდგომ წარმატებას გისურვებთ ქალბატონო თამარ!

    ОтветитьУдалить
  5. ქალბატონი თამარისთვის სკოლა არის ოჯახი. მოსწავლეებზე,მასწავლებლებზე, სკოლაზე მუდმივი ზრუნვა, სიახლეების დანერგვა სკოლის განვითარებისთვის, მოსწავლეთა სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბებისთვის კი - პრიორიტეტი.
    საქართველოს ბევრ სკოლას აქვს მიზანი და სურვილი გაზარდოს მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, თუმცა არ გააჩნია სტრატეგია თუ როგორ და რა ნაბიჯებით მიაღწიოს ამას, თქვენ, კი, ქალბატონო თამარ, უზარმაზარი, ფასდაუდებელი შრომის ფასად მიაღწიეთ და დანერგეთ მშობელთა კლუბი, ჩართეთ მშობლები მათივე შვილების უკეთ განვითარებისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ მშობელთა ასეთი ენთუზიაზმით ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, თქვენი პიროვნების დამსახურებაა-პიროვნების, რომელიც მუდმივად შრომობს, მუდმივ ძიებაშია და მის გვერდით მყოფებს ავსებს ენერგიით, მის გვერდით შეუძლებელია მოდუნება.
    გმადლობთ, ქალბატონო თამარ, ჩატარებული კვლევისთვის, სკოლაში დანერგილი ინოვაციებისთვის და ზრუნვისთვის.
    კიდევ ბევრ სიახლეს ველოდებით, ქალბატონო თამარ, წარმატებებს გისურვებთ!!!

    ОтветитьУдалить
  6. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  7. საინტერესო და საჭირო კვლევაა. აქტუალურია პროექტი, რადგან ის ხელს უწყობს წიგნიერი მოზარდის აღზრდას, მშობლის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. ვფიქრობ, არ იქნება ურიგო ინიციატივის გაზიარება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ქვეყნის მომავალს მხოლოდ განათლებული ახალგაზრდობა უზრუნველყოფს.
    მადლობა სკოლას, რომელიც ცდილობს, ბავშვს კლასგარეშე ლიტერატურა შეაყვაროს და თქვენ, ქალბატონო თამარ, ამ წამოწყებისა და კეთილი საქმის ხელშეწყობისთვის!

    ОтветитьУдалить
  8. ქალბატონო თამარ,თქვენ ყოველთვის გამოირჩევით სკოლაში დანერგილი ინოვაციებით. მშობელთა ჩართულობაც ერთ-ერთი ასეთი სიახლეა, რაც მისასალმებელია, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელთა აქტიურობას სკოლის ცხოვრებაში. ეს კვლევა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორც პედაგოგებისთვის ასევე მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია განათლებული მომავალი თაობის აღზრდა.წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო თამარ და თქვენგან ყოველთვის სიახლეების მოლოდინში ვართ.

    ОтветитьУдалить
  9. უდაოდ საინტერესო კვლევაა,რაც მისასალმებელია. დღეს, როცა ნაკლებად შეიმჩნევა მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მსგავსი პროექტები საშუალებას მისცემს მშობელს აქტიურად ჩაერთოს შვილების აღზრდაში საგანმანათლებლო კუთხით.ქალბატონო თამარ, მადლობა თქვენ ასეთი სიახლისათვის,რაც თქვენი დაუღალავი შრომის შედეგია. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანოიბაში.

    ОтветитьУдалить
  10. საინტერესო და დროული კვლევაა..ახალი სიტყვაა..გილოცავთ ქალბატონო თამარ, თქვენ დაუღალავი და ნიჭიერი ხართ, წარმატებებს გისურვებთ ყველა წამოწყებულ საქმეში.

    ОтветитьУдалить