პროექტის გეგმა
·
პროექტის სახელწოდება: შოთა რუსთაველი
- 850 წლისთავი.
· პროექტის მთავარი იდეა (თემა): შოთა რუსთველი
და მისი უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ მოსწავლეებში იწვევს ერთგვარ შიშს. ბავშვებს
ხშირად უჩნდებათ ნეგატიური დამოკიდებულება პოემის მოცულობითი და ღრმად გასააზრებელი
ტექსტის მიმართ. ეძნელებათ მისი შესწავლა.
შევეცდები განვსაზღვრო ამ მეთოდის ეფექტურობა.
· პროექტის აქტუალობა: მომავლის სკოლის
შენება მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ აქტივობასთან, როგორიცაა პროექტი - კონკრეტული
პრობლემის გადაჭრისაკენ ან ინიციატივის განხორცილებისაკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო,
რომელიც მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების
განვიათრებას უწყობს ხელს. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული
ქმედებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად.
პროექტი გაკვეთილი არის სწავლების განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც
მასწავლებლები და მოსწავლეები მიმართავენ ერთობლივად ფორმულირებულ თემას, საკითხს,
პრობლემას. მის დასამუშავებლად ადგენენ გეგმას, მონაწილეობენ ამ გეგმის შესრულებაში
და წარმოადგენენ საერთო პროდუქტს. გაკვეთილი-პროექტი
მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ფაქტობრივი ცოდნის მიღების თვალსაზრისით, მეორე მხრივ,
სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებისა და
სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისათვის, ასევე ზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა
ჩართულობას.
·
პროექტის მიზანი -1 პოემისადმი ინტერესის გაღვივება, გაუადვილდეთ რუსთველის
პოემის რთული, მრავალპლანოვანი
აზრობრივი შინაარსის წვდომა; 2. შეიყვარონ და სიღრმისეულად დავეხმაროთ მოსწავლეებს
დაეუფლონ ჩვენს ეროვნულ საუნჯეს -„ვეფხისტყაოსანს“; 3.კრიტიკული
აზროვნების, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობის, საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარების
განვითარება; 4. სასწავლო რესურსების შექმნა.
·
მონაწილეთა ასაკი: 16,17,18 წელი.
·
პროექტის ვადები: 15.03.16-დან 15.04.16-ის ჩათვლით;
· მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: შესრულებული დავალებები განაწილდა კვირის დღეებზე და თანმიმდევრულად წარმოადგენილ
იქნა საკონფერენციო თემები და პრეზენტაციები:
1. 1-ლი დღე-კვირეულის
გახსნა. მე-10 კლასმა უნდა წარმოადგინოს პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე: „ვეფხისტყაოსანი“, როგორც ეპოქის ძეგლი; „ვეფხისტყაოსნის“
ჟანრი; სიყვარული და მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“ და სხვა.
2. მეორე დღე- მე-12 კლასმა დამსწრე საზოგადოებას უნდა
წამოუდგინოს შეგროვილი კვლევები „ვეფხისტყაოსანზე“
და მის ავტორზე;
3. მესამე დღეს- მე-11 კლასმა უნდა მოაწყოს პოეზიის საღამო,
სახელწოდებით: ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“.
4. მეოთხე დღეს ჩატარდება ინტელექტუალური კონკურსი „რა?სად?როდის?
(ვინ უკეთ იცის „ვეფხისტყაოსანი“), სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კლასი მიიღებს მონაწილეობას.
5. მეხუთე დღეს- გაიმართება კონკურსი საუკეთესო (ნახატებისა
და კალიგრაფიული) ნამუშევრების გამოსავლენად. ასევე მოსწავლეებს მიეცემათ დავალება,
საკუთარი ინტერპრეტაციით დაასრულონ ფრაზა:
მე რომ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟი ვიყო,
ვიქნებოდი... კვირეული დასრულდება კონკურსის
შედეგების განხილვითა და დაჯილდოებით.
გამოიკვეთება შემდეგ ნომინაციებში
გამარჯვებულები:
1. საუკეთესო კედლის გაზეთი;
2.საუკეთესო ესე, ჩანახატი;
3. საუკეთესო კალიგრაფი;
4. საუკეთესო დეკლამატორი;
პროექტზე მუშაობისას
მოსწავლეები განამტკიცებენ შემდეგ უნარებს:
·
შეძენილ ცოდნასა და უნარებს გამოიყენებენ პრაქტიკაში;
·
გაიზარდება სწავლის მოტივაცია და მოსწავლეთა
პასუხისმგებლობის გრძნობა;
·
შექმნიან სასწავლო რესურსებს სლაიდების სახით; საკლასო ოთახებს შეემატა ახალი კედლის გაზეთები, მოეწყობა
კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა; მოხდება ცოდნის ტრანსფერი.
·
ასევე: შედეგი იქნება ის, რომ ხელს შეუწყობს
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ხორცშესხმას: განუვითარებს მოსწავლეებს ინტერპერსონალურ
უნარ-ჩვევებს; ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური
თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტურ გამოყენებას; ასწავლის მოსწავლეს, იყოს
შემოქმედი; ჩამოუყალიბებს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების
სურვილს; საშუალებას მისცემს, გაიაზროს ქვეყნის ინტერესები, ტრადიციები და ღირებულებები;
გაზრდის კანონმორჩილ მოქალაქეს.
შესრულებული სამუშაოს შეფასება: შეფასდა მოსწავლეთა საპრეზენტაციო, კვლევის
უნარები. გარდა ამისა, მუშაობის პროცესში, მოსწავლეები წარმოადგენენ წერილობით და ზეპირ
ანგარიშებს.
·
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები, მოსწავლის ნაშრომები, ფლიფჩარტი,
მარკერი, ეკრანი, პროექტორი,სახელმძღვანელო,
დაფა, ცარცი, თვალსაჩინოება.
·
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): - რთულია, ბოლომდე
ჩასწვდნენ პოემის ლიტერატურულ, მხატვრულ თავისებურებებს, შეითვისონ და გაითავისონ რუსთველის
ენა. მოსწავლეთა უმრავლესობა პოემის შინაარსს
ინტერნეტ სივრცეში ეძებს. აღნიშნულ პროექტ-გაკვეთილზე ვმუშაობთ მე-10, მე-11 და მე-12
კლასელებთან. შეთავაზებული საკითხები გავანაწილე კლასების მიხედვით:
პირველი ჯგუფი (მე-10 კლასი) „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ შესწავლილი მასალის თავმოყრა,
კონფერენციის მოწყობა, თემების განაწილება.
მეორე ჯგუფი
(მე-11 კლასი)- -იზრუნებს პოეზიის საღამოს მოწყობაზე,
სახელწოდებით:
ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“.
მესამე ჯგუფი
(მე-12 კლასი)- -დაევალა კვლევების თავმოყრა და
საზოგადოებისათვის
გაცნობა.
დანარჩენი სამუშაო
კი ყველა კლასისათვის საერთოა, რაც მოიცავს შემდეგს:
·
საუკეთესო
კედლის გაზეთი;
·
საუკეთესო
ესე, ჩანახატი;
·
საუკეთესო
კალიგრაფი;
·
საუკეთესო
დეკლამატორი;
·
ინტელექტუალური ვიქტორინა „რა?სად?როდის? (ვინ
უკეთ იცის „ვეფხისტყაოსანი“). უნდა გავაანალიზოთ ყველა მოსალოდნელი კითხვა და დაბრკოლება, დაწესდება
კონსულტაციის დღეები.
საგანთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტი. მკაფიოდ და გასაგებად
ჩამოაყალიბებს აზრს; იმსჯელებს არგუმენტირებულად,
გამოიტანს ადეკვატურ დასკვნას; გამოიყენებს ფაქტებს (მაგ.,
სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად; წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი
ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს; მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად ჩამოაყალიბებს განსახილველი
საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებსა და საკუთარ მოსაზრებას; შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე. მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბებს პროექტის
მიზანს; შეარჩევს მასალას
პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები,
სტატისტიკური მონაცემები და სხვ.); შეარჩევს და გამოიყენებს პროექტის
საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ
რუკებს და ა. შ.), რითაც გაუადვილებს პროექტის აღქმას
აუდიტორიას.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება სწავლის პროცესში ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას. გარდა ამისა,
რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო
მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით
სასწავლო შინაარსი გახდება ინტერაქტიული.
·
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ფაჩულია;
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა; tamriko-70@mail.ru
პროექტის
ვებგვერდი/ბლოგი: https://tamarpachulia.blogspot.com/p/blog-page.html
Комментариев нет:
Отправить комментарий